30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ანდრი პარუბი მოკლეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამჟამად სამართალდამცველები ლვოვში მკვლელობის გარემოებებს ადგენენ.
პოლიციის ინფორმაციით, სროლა ლვოვის ერთ-ერთ რაიონში მოხდა და მიღებული ჭრილობების შედეგად პარუბი ადგილზე გარდაიცვალა. უკრაინული მედია წერს, რომ მას 7 ჯერ ესროლეს.
შეთხვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახსა და ახლობლებს. გამოძიებაში და მკვლელის ძებნაში ყველა საჭირო ძალა და რესურსია ჩართული".





