29 აგვისტოს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის თქმით, იერიშის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი – 1 ქალი და 1 კაცი.
გარდა ამისა, რუსული თავდასხმის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ცენტრალურ ქალაქ დნეპრში ცეცხლის რამდენიმე კერაა, ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები.
ლისაკის თქმით, საჰაერო იერიშის მოგერიებისას უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 8 რუსული დრონი გაანადგურა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





