გაერთიანებული სამეფო-იაპონია

გაერთიანებული სამეფოს ავიამზიდი იაპონიაში ჩავიდა

28 აგვისტოს გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ავიამზიდი, Prince of Wales, ტოკიოში ჩავიდა

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, გენ ნაკატანიმ ბრიტანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების თანამშრომლობამ "უპრეცედენტო" დონეს მიაღწია.

Reuters წერს, რომ ჩინეთის მზარდი გავლენის შესაკავებლად ტოკიო უსაფრთხოების კავშირების აშშ-თან ალიანსის მიღმა გაფართოებას ცდილობს.

"ინდო-წყნარი ოკეანის უსაფრთხოება და ევროატლანტიკის უსაფრთხოება განუყოფელია" - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰეილიმ.

გაერთიანებული სამეფოს ავიამზიდი Prince of Wales იაპონიას 12 ქვეყნისგან შემდგარი დარტყმის ჯგუფის ფარგლებში სტუმრობს, რომელშიც 4,000 სამხედროა და რომელიც რეგიონში რვათვიან მისიას ახორციელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოური ავიამზიდი ტოკიოს პორტს სტუმრობს.

კომენტარები