დიდი ბრიტანეთი-სომხეთი

სომხეთი და ბრიტანეთი სტრატეგიული ურთიერთობის შეთანხმებას დადებენ

სომხეთი და დიდი ბრიტანეთი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ურთიერთობამდე დაწინაურებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ცნობილი გახდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრების მეორე რაუნდის შემდეგ გაკეთებული საერთო განცხადებიდან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები გაზრდიან კოოპერაციას თავდაცვის სფეროში.

იგეგმება თავდაცვის სფეროში მაღალი დონის კონტაქტები, კერძოდ, სამხედრო ატაშეების გაცვლა, კიბერუსაფეთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და ჰიბრიდული ომის მეთოდების წინააღმდეგ მოქმედება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკურ თანამშრომლობას. ლონდონი და ერევანი განიხილავენ ყოვლისმომცველ და გაფართოებულ თანამშრომლობას.

დიდმა ბრიტანეთმა ასევე შეაქო აშშ-ს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაში.

კომენტარები