თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მარჯანიშვილისა და ახმეტელის თეატრის მეტროსადგურებში მეორე ამოსასვლელები მოეწყობა.
"ამ მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.





