რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში ჩინეთი ჩართული ვერ იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი
ზელენსკის ადმინისტრაცია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში ჩინეთი ჩართული ვერ იქნება, რადგან უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ისეთი სახელმწიფოებისგან სჭირდება, რომლებიც დასახმარებლად მზად არიან და უკრაინას ომის დაწყებიდანვე მხარს უჭერდნენ.

РБК-Украина-ს ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

"რატომ არა ჩინეთი გარანტიებში? უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი ჩვენ თავიდანვე არ დაგვხმარებია ამ ომის შეჩერებაში. მეორე, ჩინეთი რუსეთს დაეხმარა და დრონების ბაზარი გაუხსნა". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ცნობისთვის, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით, უკრაინამ უარი თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად აქ დარჩენილ ბირთვულ არსენალზე, ტერიტორიული მთლიანობის დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

აქამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე, თუკი მათში ჩინეთიც "თანაბრად" იქნება ჩართული. 

კომენტარები