ნინო დათაშვილის საქმე

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით - დათაშვილი სასამართლოზე

დღეს, 21 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასწავლებლის და აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დათაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა.

დათაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მოყვანილი "ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო და ბევრი რამ არის არალოგიკური".

"ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული. ეს შუამდგომლობა დაკავებაზე გამოუშვა ერთმა მოსამართლემ, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება - კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით". - თქვა დათაშვილმა სასამართლო სხდომაზე რადიო თავისუფლების ლაივ ბლოგის მიხედვით. 

21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დაცვის მხარემ სასამართლოსა და პროკურორის აცილების შუამდგომლობები დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

კომენტარები