დიახ, ვიყავი იმ ოთახში, სადაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. ამ საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკის და პუტინის შეხვედრის იდეა წამოაყენა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ვცდილობთ, რომ სადმე მათი შეხვედრა მოხდეს, რაც უპრეცენდენტო იქნება. თუ ეს პროცესი კარგად ჩაივლის, ვიმედოვნებთ რომ შემდეგი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინს, ტრამპსა და ზელენსკის შორის შედგება, სადაც იმედია შეთანხმებას მივაღწევთ. [შეთანხმებასთან] ახლოს არ ვართ, თუმცა ეს არის, რისკენაც მივიწევთ და ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს განვიხილეთ – თუ როგორ მივიდეთ აქამდე.
მაგრამ, ის ფაქტი, რომ პუტინი ამბობს, დიახ, მე შევხვდები ზელენსკის – ეს დიდი მიღწევაა. არ ვამბობ, რომ ისინი ოთახს საუკეთესო მეგობრებად დატოვებენ. არ ვამბობ, რომ ისინი ოთახს სამშვიდობო შეთანხმებით დატოვებენ. მაგრამ, ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან, სამნახევარი წლის განმავლობაში არ მომხდარა. ეს იყო სიკვდილისა და განადგურების ჩიხში შესული ომი.
მინდა ერთი რამ გითხრათ, ამ პრეზიდენტს სძულს ომი. ის ფიქრობს, რომ ეს ფულისა და სიცოცხლის ფუჭად კარგვაა და პრეზიდენტი ტრამპისთვის პრიორიტეტად მშვიდობის დამყარება იქცა. თუ ის ხედავს შესაძლებლობას, რომ ჩაერიოს და მშვიდობის დამყარება შეძლოს, მას ამის გაკეთება სურს. მან ამის მიღწევა ბოლო ექვს თვეში ექვსჯერ შეძლო და მას ამის მიღწევა უკრაინასთან და რუსეთთანაც სურს





