რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტუბი: ჩემი აქ ყოფნის მიზეზი რუსეთთან ფინეთის დიდი საზღვარი და ისტორიული გამოცდილებაა

ვფიქრობ, ბოლო ორ კვირაში, ალბათ, იმაზე მეტი პროგრესი გვქონდა ამ ომის დამთავრების მხრივ, ვიდრე ბოლო სამ-ნახევარ წელიწადში. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ დღეს ამ მაგიდის გარშემო ვართ საკმაოდ სიმბოლურია იმ გაგებით, რომ ეს არის ევროპის გუნდი და აშშ-ს გუნდი, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და ის პროგრესი, რისი დანახვაც ამ შეხვედრიდან გვსურს, უსაფრთხოების გარანტიებს ეხება, რაც დიდი ნაწილია ამის და, რა თქმა უნდა, ასევე თქვენს [პრეზიდენტ ტრამპს], პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვისკენ წინსვლა.

საერთაშორისო მედიის ნაწილმა შეიძლება იკითხოს, თუ რატომ არის აქ ფინეთის პრეზიდენტი. ჩემი აზრით, მიზეზი ალბათ ისაა, რომ შესაძლოა, ჩვენ პატარა ქვეყნიდან მოვდივართ, მაგრამ რუსეთთან დიდი საზღვარი გვაქვს, 800 მილზე მეტი და, რა თქმა უნდა, ასევე საკუთარი ისტორიული გამოცდილება გვაქვს რუსეთთან - მეორე მსოფლიო ომიდან, ზამთრის ომიდან და სსრკ-ფინეთის 1941-1944 წლების ომიდან - და თუ შევხედავ დადებით მხარეს იმის შესახებ, თუ სად ვდგავართ დღეს, ჩვენ გამოსავალი 1944 წელს ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2025-შიც ვიპოვით, რათა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ომი, და მოვიპოვოთ და მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას.

განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას.

ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

კომენტარები