ალექსანდრე კობერიძე

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე FIRPESCI-ის ჯილდო მოიპოვა

ლოკარნოს 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმმა ხმელი ფოთოლი, რომელიც კინოფესტივალის Concorso Internazionale-ს სექციაში მოხვდა, FIRPESCI-ის კინოკრიტიკოსთა ჯილდო მოიპოვა.

ფილმში მამა გაუჩინარებულ ქალიშვილს მთელს საქართველოში ეძებს.

ალექსანდრე კობერიძე ხმელი ფოთლის სცენარის ავტორი და რეჟისორია.

კომენტარები