ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

ჭავჭავაძეზე, BUS LANE-ზე ავტობუსი და მანქანა შეეჯახნენ – 2 პირი დაშავდა

გივი მიხანაშვილი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. BUS LANE-ზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები