თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.