ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ევროპის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში, მიმდინარე სიცხის ტალღამ ძლიერი ხანძრის კერები გააჩინა - ბოლო მონაცემებით, ხანძარი 152 წერტილზე გაჩნდა.
12 აგვისტოს საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო სოყველთაო ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საბერძნეთის 8 რეგიონში (კეფალონია, ვონიცა, ზაკინოსი, არტა, პრევაცა, აქაია, ქიოსი და აიტოლიკოს) მდებარე სხვადასხვა ნაწილებში 106 ხანძრის კერა არსებობს, ხოლო ბოლო მონაცემებით, არსებულს 63 ახალი ხანძრის ზონა დაემატა.
Reuters-ის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო და საევაკუაციო პროცესებში, 5 000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.
როგორც გამოცემა BBC წერს, პელოპონესის სამხრეთით, ხანძარმა ათობით საცხოვრებელი სახლი, კერძო სამეწარმეო საკუთრებები და ავტომობილები დააზიანა.
ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, 13 მეხანძრე დაშავდა - მათ მძიმე დამწვრობები მიიღეს.
სანაპირო კურორტებზე მობილიზებულია საევაკუაციო ნავები, რომლებსაც დამსვენებლები წითელი წონიდან გაჰყავთ.
საბერძნეთმა ევროკავშირს სახანძრო ვერტმრფენის მიწოდებაზე თხოვნით მიმართა.
ძლიერი ხანძრის კერები გაჩნდა ასევე ესპანეთში, ალბანეთსა და თურქეთში.
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, მეხანძრეებმა 4 000 ზე მეტი მოსახლის ევაკუირება შეძლეს - პროცესში დაიღუპა ერთ-ერთი მოხალისე, რომელიც მეხანძრეებს საევაკუაციო პროცედურებში ეხმარებოდა.
ასევე, ესპანეთში ქარმა ხანძრარი მადრიდის მახლობლად გადაიტანა და ახალი წერტილი გააჩინა, რის შედეგადაც კიდევ ერთი ადამიანი მიღებული დამწვრობის შედეგად დაიღუპა - მან სხეულის 98%-ს დამწვრობა მიიღო.
როგორც BBC წერს, ძლიერი სიცხის გამო იტალიაში, სარდინიაში გასულ ღამეს ბავშვი გარდაიცვალა - როგორც გამოცემა წერს, ბავშვმა მზის დარტყმა მიიღო.
ასევე, გასულ ღამეს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა მონტენეგროში - ყოფილი სამხედრო ხანძარის ჩაქრობას ცდილბოდა, როცა მას წყლის ავზი დაეცა და მძიმე დაზიანებები მიაყენა
ბოლო მონაცემებით, ხანძარმა ესპანეთში 1 000 ჰექტრამდე მიწა გაანადგურა ერთ-ერთ სოფელში, ასევე ხანძრის შედეგად დაიღუპა მსხვილფეხა საქონელიც.





