უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის თანახმად, რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია სუმის ოლქში მდებარე სოფლები სტეპნოე და ნოვოკონსტანტინოვკა.
"24 საათის განმავლობაში მოხდა 122 სამხედრო შეტაკება. მეტოქემ 51 ავიადარტყმა მიიტანა, ხოლო არტილერიამ ჩვენი პოზიციები 3764-ჯერ დაბომბა". – წერია უწყების ანგარიშში.
სოფლები უკრაინის შეიარაღებული ძალების 225-ე მოიერიშე პოლკის ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან, სუმის ოლქში მდებარე სოფელი ბეზსალივკა გაათავისუფლეს.





