უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საზღვართან, სუმის ოლქის სოფელი ბეზსალივკა გაათავისუფლეს.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ადასტურებს.
ანგარიშის მიხედვით, ოპერაციაში 33-ე მოიერიშე პოლკის, 24-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონი მონაწილეობდა. ადგილზე ლიკვიდირებულია 18 ოკუპანტი.
ბეზსალივკა უკრაინული სოფელია, რომელიც ქალაქ ბელოპოლთან ახლოს მდებარეობს. დასახლებაში 91 ადამიანი ცხოვრობს.
ბელოპოლის ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, ივლისის დასაწყისში სოფელში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა.





