რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი

ლიტვის საელჩო: პატივს მივაგებთ მათ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ 2008 წელს

flickr

ლიტვის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"17 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ლიეტუვა, პარტნიორებთან ერთად, იხსენებს და პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და დაიღუპა 2008 წლის აგვისტოში. ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელდება". - წერს საელჩო X-ზე.

კომენტარები