95 წლის ასაკში რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი იონ ილიესკუ გარდაიცვალა.
2 თვის წინ ილიესკუს ფილტვების კიბო დაუდგინეს, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში 57-დღიანი ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა.
1990 წელს ილიესკუ ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის დამხობის შემდეგ არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა.
ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებას გამოეხმაურა რუმინეთის პრემიერმინისტრი ილიე ბოლოჟანი და აღნიშნა, რომ ილიესკუს მმართველობის პერიოდში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელმაც რუმინეთის განვითარებაზე დადებითად იმოქმედა.
2017 წელს ილიესკუს წინააღმდეგ საქმე აღიძრა, სადაც პოლიტიკოსს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე აკისრებდნენ პასუხისმგებლობას. ბრალდების თქმით, 1990 წელს, ილიესკუს ბრძანებით სამართალდამცავებმა მაღაროელების მიერ გამართული საპროტესტო აქცია დაარბიეს, შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. ყოფილმა პრეზიდენტმა საქმის აღძვრის კანონიერება გაასაჩივრა, გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი აპელაცია დააკმაყოფილა.





