რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ინდოეთი აშშ-ს: მივიღებთ ყველა ზომებს ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკის დასაცავად

ინდოეთის მთავრობა ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებას და მას "გაუმართლებელს"და "არაგონივრულს" უწოდებს.

"ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელი და არაგონივრულია. როგორც ყველა მსხვილი ეკონომიკა, ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომებს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად" – წერს ინდოეთის მთავრობა.

განცხადების მიხედვით, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს ემსახურება, რაც გულისხმობს ქვეყნის შიგნით მომხმარებლისთვის ენერგეტიკის სტაბილური და ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას. 

"ფაქტია, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ინდოეთს აკრიტიკებენ, თავად არიან ჩართულები რუსეთთან ვაჭრობაში. ჩვენი შემთხვევისგან განსხვავებით, მათი ვაჭრობა ეროვნული საჭიროებებიდან არ გამომდინარეობს" – წერია განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთს ტარიფები დაუწესა. 

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სიციალურ ქსელში წერს. 

“ინდოეთი არა მხოლოდ დიდი ოდენობით რუსულ ნავთობს ყიდულობს, არამედ შემდეგ მსხვილი მოგებისთვის ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, უკრაინაში რამდენი ადამიანი ეწირება რუსეთის ომის მანქანას. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადასახდელ ტარიფებს” – წერს ტრამპი. 

 

კომენტარები