ინფლაცია საქართველოში

ბოსტნეული 25.5%-ით, ცხიმი 17%-ით, ყავა და ჩაი 13.6%-ით გაძვირდა – წლიური ინფლაცია 4.3%-ია

financial tribune

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3%.

საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.4%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 25.5%;
  • ზეთი და ცხიმი - 17%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 13.6%;
  • თევზეული - 9.9%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 9.4%;
  • პური და პურპროდუქტები - 8.7%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%;
  • ხილი და ყურძენი - 8.2%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 7.7%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 4.5%

ჯანმრთელობის დაცვა 9.5%-ით გაძვირდა, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 10.5%, საავადმყოფოების მომსახურების - 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.4% ქვეჯგუფებზე.

 ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.4%;
  • ჯანმრთელობის დაცვა - 9.5%;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.7%;
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5.5%;
  • განათლება - 4.6%;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.7%;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.8%.

ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:

  • კავშირგაბმულობა -6.9%;
  • ტრანსპორტი -3.8%;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -2.8%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -1.4%;
  • დასვენება, გართობა და კულტურა -1.4%. 

 ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის ივნისთან შედარებით:

 

კომენტარები