რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი რუსეთში "რეჟიმის ცვლილების" აუცილებლობაზე მიანიშნებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთში გამართულ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთში "რეჟიმის ცვლილების" მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების დესტაბილიზაციას გააგრძელებს.

"მჯერა, რომ შესაძლებელია, რუსეთს ომის შეჩერება ვაიძულოთ. მან დაიწყო და მასვე შეიძლება დავაძალოთ, რომ შეწყვიტოს, მაგრამ თუ მსოფლიოს მიზანი რუსეთში რეჟიმის ცვლილება არ არის, ეს ნიშნავს, რომ ომის შემდეგაც მოსკოვი შეეცდება მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციას." - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 

ზელენსკის თქმით, ომის შემდეგ კრემლში იგივე რეჟიმის დარჩენის შემთხვევაში, რუსეთი "უზარმაზარი ოდენობის ფულის, რესურსებისა და შესაძლოა სიცოცხლეების დახარჯვას გააგრძელებს, რათა ამას მიაღწიოს."  

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისკენ მოუწოდა. 

"დროა, რუსული აქტივები არა მხოლოდ გაიყინოს, არამედ ჩამორთმეული იყოს, მოხდეს კონფისკაცია და მოხმარდეს მშვიდობას და არა - ომს." - განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები