პოლონეთი

პოლონეთი: რუსეთმა პოლონეთსა და ჩეხეთში ხანძრების გასაჩენად კოლუმბიის მოქალაქე დაიქირავა

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა პოლონეთსა და ჩეხეთში ხანძრების გასაჩენად კოლუმბიის მოქალაქეები დაიქირავა

არსებული ინფორმაციით, 27 წლის კოლუმბიელმა 2024 წლის მაისში ხანძარი გააჩინა პოლონეთში სამშენებლო ობიექტების მომარაგების ორ დაწესებულებაში, ხოლო შემდეგ ჩეხეთში ავტობუსების სადგურზე. 

"ის რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა პირმა მოამზადა. მა ასწავლეს ხანძრის გამჩენი ნივთიერებებისა და მოლოტოვის კოქტეილების დამზადება" – ამბობს პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერი.

დამნაშავე ჩეხეთში დააკავეს, როდესაც ის ხანძრის გაჩენას სავაჭრო ცენტრში ცდილობდა. მას ტერორისტული ქმედებების გამო 8 წლთ პატიმრობა მიესაჯა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. 

კომენტარები