ტელეკომპანია იმედის დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას,
- ქართული ოცნება - 56.2%,
- ლელო - ძლიერი საქართველოსთვის - 10.7%,
- გახარია საქართველოსთვის - 10%,
- კოალიცია ცვლილებისთვის - 9.5%
- ენმ - 7.5%,
- გირჩი - 3.2%,
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1.8%,
- სხვა - 1.1%
ტელეკომპანიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით, 22 ივნისიდან 5 ივლისამდე ჩატარდა.
მათივე ცნობით, გამოიკითხა პირისპირი ინტერვიუს ფორმით საარჩევნო ხმის უფლების მქონე 2300 მოქალაქე.
TV იმედის ინფორმაციით, ცდომილების ზღვარია +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.





