ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხუნდაძე: ვწუხვარ, როცა EU საქართველოსთან მიმართებაში საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს

ძალიან ვწუხვარ, როცა ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ ის საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს [...] ეს არის თითქოსდა მარტივი ინსტრუმენტი, რომ ყველაფერი გადაფარო და ყველაფერს რუსული დაარქვა, მაგრამ ალბათ გახსოვთ, გამჭვირვალობის შესახებ კანონის რუსულად მონათვლის შემდეგ, პასუხი არ მოიძებნა, ის რუსული რატომ იყო - მეტი ვერაფერი მოიფიქრეს და კითხვაზე, რუსული რატომ იყო, მათ პასუხი გასცეს, რომ იმიტომ. 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ. 

ევროკავშირი ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნება საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს - EU ამას რუსული სტილის შეთქმულების თეორიებად მოიხსენიებს. 

კომენტარები