შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ბრალდებების შესახებ ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ EU-სა და თბილისში მისი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას გმობს.
ამის შესახებ განცხადებას სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
"ვგმობთ საქართველოს მხრიდან ევროკავშირისა და თბილისში მისი ელჩის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას". - წერს სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნება საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს. განცხადებას ხელს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხების სპიკერი, ანუარ ელ ანუნი აწერს.





