გერმანია-ისრაელი

გერმანია მოკლევადიან პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას არ გეგმავს

გერმანია მოკლევადიან პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას არ გეგმავს და აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ "დიდი ხნით დაგვიანებული პროგრესის" მიღწევაა.

"ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის ხელისუფლებისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა. შესაბამისა, გერმანიის მთავრობა მოკლევადიან პერსპექტივაში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას არ გეგმავს". - თქვა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.

განცხადებაში გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ "მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ორი სახელმწიფო გადაწყვეტა მოუტანს ხანგრძლივს მშვიდობას და უსაფრთხოებას ისრაელელებსა და პალესტინელებს".

ამასთან, გერმანიის მთავრობა ხაზს უსვას, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება "ერთ-ერთი უკანასკნელი ნაბიჯია" ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისთვის.

კომენტარები