მერიასთან დაკავშირებით გაჟღერდა ბევრი ბრალდებები, მერია, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი საერთოდ არაფერ შუაში არ არის. ეს იყო კერძო საკუთრება, სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. კერძო მესაკუთრეს მოგებული აქვს აღნიშნული დავა. ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა. შენობა არის ავარიული, შესაბამისად, საჭიროა, მისი გამოთავისუფლება.
გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიული და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის, 9 ოჯახია თბილისში რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა შესთავაზა ქირით გაყვანა, ორი უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებით, დანარჩენები არ დაეთანხმნენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება.





