არის საპარლამენტო გუნდი, რომელიც არის ერთიანი, როგორც არასდროს - არის სამთავრობო გუნდი, სადაც ბევრი ცვლილება განხორციელდა და დღევანდელი სამთავრობო გუნდი არის ერთიანი და ჯანსაღი, როგორც არასდროს.
ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, კორუფციისგან სისუფთავის თვალსაზრისით და ა.შ. ხომ?
არის ძალოვანი სტრუქტურები - აქაც, ძალოვანი სტრუქტურები არის ერთიანი, ძლიერი, კონსოლიდირებული როგორც არასდროს.
ეს არის დღევანდელი რეალობა - შეგვიძლია გავყვეთ თითოეულ სახელს და გვარს, თითოეულ ორგანოს, თითეულ სუბიექტს - გუნდი არის ძლიერი, როგორც არასდროს.
ამ გუნდს ჰყავს ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე და ყველაფერი არის შეკრული საერთო იდეის და იმ პრინციპების გარშემო, რომელიც საფუძვლად დაუდო ბიძინა ივანიშვილმა პარტიის დაფუძნების მომენტიდან.





