უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) და უკრაინის გენერალური პროკურატურა "ეროვნულ ანტიკოურფიცულ ბიუროზე (НАБУ) რუსული გავლენის ნეიტრალიზაციის" მიზნით სპეცოპერაციას ატარებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Українська правда და Суспільне საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ამასთან, НАБУ-მ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ უწყების თანამშრომლებს СБУ-ს და გენპროკურატურის თანამშრომლები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ჩხრეკებს უტარებენ.
"21 ივლისს НАБУ-ს თანამშრომლებთან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე СБУ-ს და გენპროკურატურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ამჟამად ყველა გარემოებას ვარკვევთ. დეტალები - მოგვიანებით". - წერია განცხადებაში.
УП საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებს სახელმწიფოს ღალატში, რუსეთთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებში კორუფციულ ქმედებებსა და სხვა დანაშაულებში სდებენ ბრალს.
გამოცემის მიხედვით, ერთ-ერთ დეტექტივს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის გავლით რუსეთისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემაშიც ადანაშაულებენ.
НАБУ-ში გამოცემის წყაროების თქმით, ამჟამად დაახლოებით 80 ჩხრეკა მიმდინარეობს.





