თავდასხმა ხაბეიშვილზე

ლევან ხაბეიშვილს ინტერვიუს დროს თავს დაესხნენ

ფოტო: ტელეკომპანია პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს ტელეკომპანია პირველთან პირდაპირი ჩართვისას ქუჩაში თავს დაესხნენ.

მას უცნობმა პირმა სავარაუდოდ, კვერცხი ესროლა.

"ეს იქნებოდა დაორგანიზებული, მე გითხარით, იცოდნენ სადაც ვიყავი და ცხადია, ამას გააკეთებდნენ. ეს არის რეალობა, რაშიც ვცხოვრობთ. დღეს კვერცხი ისროლეს, ხვალ იარაღს გესვრით, ვიღაცამ გამოიარა, ოღონდ პასუხი მიიღო ამან... ყველა ასე მიიღებს პასუხს, არავის ეშინია, დედას გიტირებთ ქართველი ხალხი. " - განაცხადა ხაბეიშვილმა მასზე თავდასხმის შემდეგ.

კომენტარები