კრიმინალი

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე – შსს ბათუმზე

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ სრილასთან დაკავშირებით, ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში კაცი ჩაცხრილეს, კადრების მიხედვით, მას 5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში,  ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. 

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი  იარაღიდან  გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. 

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება" - ნათქვამია შსს-ს მიერ ტაბულასთვის მიცემულ კომენტარში.

კომენტარები