რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინულმა ორგანიზაციამ რუსეთის 41-ე საერთო-საჯარისო არმიის დანაკარგების დოკუმენტი მოიპოვა

უკრაინული ორგანიზაცია Проект "Хочу жить" (პროექტი, "მინდა სიცოცხლე") ავრცელებს საიდუმლოდ მოპოვებულ რუსეთის შეიარაღებული ძალების დოკუმენტებს რუსეთის 41-ე საერთო-საჯარისო არმიის დანაკარგების შესახებ.

დოკუმენტების მიხედვით, 2025 წლის 1 ივნისისთვის დანაყოფიდან სულ მცირე 8 625 ჯარისკაცი მოკვდა, 10 491 უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო 7 846 დეზერტირად იქცა.

41-ე არმიის ძალების უდიდესი ნაწილი დონეცკის ოლქში, ქალაქ პოკროვსკთან მოქმედებს. დოკუმენტების მიხედვით, 41-ე არმიის, სიბერიის რეგიონის კემოროვის ოლქის 74-ე ბრიგადაში 2 479 ჯარისკაცი მოკვდა, 2732 დაიკარგა, ხოლო 2789 დეზერტირად იქცა. სიბერიის სამხრეთით, ალტაი კრაის 35-ე ბრიგადიდან 19745 მოკვდა, 3 163 დაიკარგა, ხოლო 2 229 დეზერტირად იქცა. მონღოლეთის საზღვართან მდებარე ტუვის 55-ე ბრიგადიდან 1 430 მოკვდა, 1 467 დაიკარგა, 1616 დეზერტირად იქცა. ხოლო 137-ე ბრიგადიდან სულ მცირე 1 158 მოკვდა, 2 319 დაკარგულია, ხოლო 948 დეზერტირად იქცა.  

დოკუმენტების მიხედვით, დეზერტირად ქცევის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია. 31 მაისს, ერთ დღეში 42 ჯარისკაცი იქცა დეზერტირად, ხოლო ერთი კვირის მანძილზე 175. აქედან 28% ყოფილი პატიმარია, რომელიც გათავისუფლების სანაცვლოდ ომში წაიყვანეს. 

კომენტარები