წიგნიერება

გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში - Unicef-ის კვლევა ახალგაზრდების უნარებზე

UNICEF/Geo-2024/Tsetskhladze

საფ­რან­გეთ­ის­ მთავ­რო­ბის­ მხარ­და­ჭე­რით­ და ­შვი­დი ­რე­გი­ონ­ის ­სა­ხელ­მ­წიფ­ო ­და­ კერ­ძო ­უნი­ვერს­ი­ტებთან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით­ გა­ე­როს ­ბავ­შ­ვთა ­ფონ­დ­მა­ მიზ­ნობ­რი­ვი ­კვლე­ვა ­ჩა­ა­ტა­რა­ თბი­ლის­ში,­ თე­ლავ­ში,­ ქუთაისში, ბა­თუმ­ში, ­ზუგ­დიდ­ში, ­გორ­ში,­ ახალ­ციხ­ე­სა­ და­ ახალ­ქა­ლაქ­ში.­

Unisef-ის ცნობით, კვლე­ვის­ მი­ზა­ნი­ იყო­ უნა­რე­ბი­სა ­და ­მთე­ლი ­ცხოვრე­ბის ­მან­ძილ­ზე­ სწავ­ლის­თ­ვის საკვანძო კომპეტენციების შეფასება, რომლებიც ეფუძნება ­ევ­რო­კო­მი­სი­ის­ რე­კო­მენ­და­ცი­ებს­ და­ ხელს­ შე­უწყობს­ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში­ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­ გან­ვი­თა­რებ­ა­სა ­და­ წარ­მა­ტე­ბულ­ გზას­ გა­ნათ­ლე­ბაშ­ი,­ დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

კვლევის მიხედვით, ახალ­გაზ­რ­დე­ბი­ დიდ­ გა­მოწ­ვე­ვებს ­აწყ­დე­ბი­ან­ წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში,­ გან­სა­კუთ­რე­ბით­, აზრების ფორ­მულ­ი­რე­ბა­სა­ და­ ნათ­ლად­ გა­მო­ხატ­ვა­ში.­­

კვლე­ვის­ მო­ნა­წი­ლე­თა­ მე­ოთხედს­ გა­უ­ჭირ­და­ აზ­რე­ბის ­და­ლა­გე­ბულ­ად ­გად­მო­ცე­მა ­და­ ხში­რად­ იყე­ნებ­და მარ­ტივ,­ მწირ­ ლექ­სი­კას,­ ან­ სრუ­ლად­ ვერ­ გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ­ აზ­რებს,­ რაც­ ხშირ­ შემ­თხ­ვე­ვა­ში­ მათ­ში­ ფრუსტრაციას ­და ­მღელ­ვა­რე­ბას ­იწ­ვევ­და.­

"წე­რი­ლო­ბი­თი­ უნა­რე­ბი ­გა­მორ­ჩე­უ­ლად­ პრობ­ლე­მუ­რი­ სფე­რო­ გა­მოდ­გა,­ გან­სა­კუთ­რე­ბით­ ენობ­რი­ვი­ უმცირესობებისთვის, რომელთა სა­ხელ­მ­წი­ფო­ ენის­ ცოდ­ნის­ დო­ნე­ არა­საკ­მა­რი­სი­ იყო­ აკა­დე­მი­უ­რი­ დავალებებისთვის თა­ვის­ გა­სარ­თ­მე­ვად.­­ მო­ნა­წი­ლე­თა­ მე­სა­მედს­ გა­უ­ჭირ­და­ და­მა­ჯე­რე­ბელ­ი,­ დასაბუთებული არგუ­მენ­ტე­ბის­ მოყ­ვა­ნა,­ რაც­ კრი­ტიკ­ულ­ აზ­როვნ­ე­ბა­სა­ და­ დე­ბა­ტებ­ში­ გა­მოც­დი­ლე­ბის­ ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე­ მი­ა­ნიშ­ნებ­და.­­ მო­ნა­წი­ლე­თა­ უმე­ტე­სო­ბა­ ახერ­ხებ­და­ სა­უბ­რის­ ში­ნა­ა­რსის­ მი­დევ­ნე­ბას­ და­ დის­კუ­სი­ა­ში­ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას,­ თუმ­ცა­, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­ ნა­წილს­ უჭირ­და­ სხარ­ტად­ სა­უ­ბა­რი,­ სა­უბ­რის­ დროს­ გრა­მა­ტი­კულ­ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა" - წერია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდები აღიარებენ მრავალფეროვნებისა და კულტურული ცნობიერების მნიშვნელობას.­ მო­ნა­წი­ლე­თა­ 92%­-მა­ აღ­ნიშ­ნა,­ რომ­ ინ­გ­ლი­სუ­რი­ ენა­ იცის,­ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანმ­ა­ ნა­წილ­მა­ კი გამოხატა დამატებითი ენების სწავლის ინტერესი.

"მი­უ­ხე­და­ვად­ იმი­სა,­ რომ­ მო­ნა­წი­ლე­ებ­ი­ აღი­ა­რე­ბენ­ მეც­ნი­ე­რე­ბის,­ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის,­ ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა­ და­ მათემატიკის (STEM)­ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას,­ მის­ შე­სა­ხებ­ შეზღუ­დუ­ლი­ წარ­მოდ­გე­ნა­ აქვთ,­ გან­სა­კუთ­რე­ბით­ ეს­ ეხე­ბა­ ყო­ველ­დღი­ურ­ ცხოვ­რე­ბა­ში­ მეც­ნი­ე­რე­ბის­ პრაქ­ტი­კულ­ გა­მო­ყე­ნე­ბას.­­

ბევ­რი­ სტუ­დენ­ტი­ ვერ­ აკავ­ში­რებს­ მეც­ნი­ე­რე­ბის­ ცოდ­ნას­ კა­რი­ე­რუ­ლი­ ზრდის­ პერ­ს­პექ­ტი­ვასთ­ან­ ისეთ­ დარ­გებ­ში,­ რო­გორ­ი­ცაა­ სოფ­ლის­ მე­ურ­ნე­ო­ბა,­ ენერ­გე­ტი­კა­ ან­ ქი­მი­უ­რი­ პრო­დუქ­ცი­ის­ წარ­მო­ე­ბა.­­

უმ­რავ­ლე­სო­ბა ­აღი­ა­რებს­ მა­თე­მა­ტი­კი­სა­ და­ ფი­ნან­სუ­რი­ წიგ­ნი­ე­რე­ბის­ ღი­რე­ბუ­ლე­ბას,­ მაგ­რამ­ ბევრს­ უჭირს­ აღ­ნიშ­ნუ­ლი­ უნა­რე­ბის­ პრაქ­ტი­კულ­ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან­ და­კავ­ში­რე­ბა.­­ მი­უ­ხე­და­ვად­ იმი­სა,­ რომ­ ფინანსური წიგნიერება არ­სე­ბი­თად­ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად­ მი­იჩ­ნე­ვა,­ უმ­ც­რო­სი­ ასა­კის­ სტუ­დენ­ტე­ბი­ მას­ ხშირად­ არა­რე­ლე­ვან­ტუ­რად­ თვლი­ან.­­ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა­ გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნეს­ გა­რე­მოს­ დაც­ვი­თი­ სა­კითხე­ბი­სა­ და­ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­ და­ ბუ­ნე­ბის­ ურ­თერ­თ­კავ­ში­რის­ შე­სა­ხებ­ მა­ღა­ლი­ ცნო­ბიე­­რე­ბა.­­ ბევ­რი­ მეც­ნი­ე­რე­ბას­ უმეტესად აკა­დე­მი­ურ­ სფე­როდ­ მი­იჩ­ნევს." - წერია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვითვე, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­ ფლო­ბენ­ კარგ­ ციფ­რულ­ უნა­რებს­ და­ იც­ნო­ბენ­ ტექ­ნო­ლო­გი­ებს,­ თუმ­ცა­ ასე­ვე­, აწყ­დე­ბი­ან­ გა­მოწ­ვე­ვებს,­ გან­საკ­უთ­რე­ბით­ მა­შინ,­ რო­ცა­ საქ­მე­ ეხე­ბა­ კიბერუსაფრთხოებას,­ სო­ცი­ალ­უ­რი­ მე­დი­ის­ წიგ­ნი­ე­რე­ბას­ და ­ციფ­რულ­ი­ საფ­რ­თხე­ე­ბის­ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას.­­

"მო­ნა­წი­ლე­თა­ დიდ­მა­ ნა­წილ­მა­ აღ­ნიშნ­ა,­ რომ­ თავ­და­ჯე­რებ­უ­ლია­ ციფ­რულ­ სივ­რ­ცეშ­ი­ ნა­ვი­გა­ცი­ის­ მხრივ­ და­ აქვთ­ ხე­ლოვ­ნუ­რი­ ინ­ტე­ქლექ­ტის­ გა­მო­ყე­ნე­ბა­სა­ და­ ციფ­რულ­ ეკო­ნო­მი­კა­ში­ ჩარ­თუ­ლო­ბის­ უნა­რე­ბი.­­ ბევ­რ­მა­ ასე­ვე ­აღ­ნიშ­ნა­ სო­ცი­ალ­ურ­ მე­დი­ა­ში­ არ­სე­ბულ­ი­ გა­მოწ­ვე­ვე­ბი,­ მათ­ შო­რის,­ ნამ­დ­ვი­ლი­ ინფორმაციის ცრუ­ ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან­ გარ­ჩე­ვა­ და­ პერ­სო­ნა­ლუ­რი­ მო­ნა­ცე­მე­ბის­ უსაფ­რ­თხო­ე­ბა,­ რის­ გა­მოც ­თავს­ დაც­უ­ლად­ ვერ­ გრძნო­ბენ" - ნათქვამია კვლევაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის საკვანძო რეკომენდაციიაა ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი­ მიდ­გო­მა­ მო­ზარ­დე­ბი­სა­ და­ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­ შე­მეც­ნე­ბი­თი,­ ემო­ცი­უ­რი­ და­ სო­ცი­ალ­უ­რი­ გან­ვი­თა­რე­ბის­ კუთხით­. ასევე, ფორ­მა­ლუ­რი­ გა­ნათ­ლე­ბის­ და­ გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბის­ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ ად­რე­უ­ლი­ გა­ნათ­ლე­ბი­დან­ უმაღ­ლე­სი­ გა­ნათ­ლე­ბის­ ჩათ­ვ­ლით,­ რა­თა ­ეფექ­ტი­ა­ნად­ გან­ვი­თარ­დეს­ მოს­წავ­ლე­თა­ საკ­ვან­ძო­ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. Unicef-ის რეკომენდაციით, უნდა მოხდეს არა­ფორ­მა­ლუ­რი­ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­ გან­ვი­თა­რე­ბის­ ხელ­შეწყო­ბა,­ გან­სა­კუთ­რე­ბით­, რე­გი­ონ­ებ­ში­ და­ ყვე­ლა­ზე­ და­უც­ველ­ ჯგუ­ფებზ­ე ­ყუ­რადღე­ბის­ გამახვილება.

რეკომენდაციებს შორისაა, არ­სე­ბულ­ი­ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ და­ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი­ პლატ­ფორ­მე­ბის,­ ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, ­ბავ­შ­ვ­თა­ უფ­ლე­ბებ­ის­ ცენ­ტ­რე­ბის­ გა­მო­ყე­ნე­ბა,­ სა­დაც­ მო­ზარ­დე­ბი­ შეძ­ლე­ბენ­ პროექტებში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას,­ უნა­რე­ბის­ გან­ვი­თა­რე­ბას­ და­ ჩა­ერ­თ­ვებ­ი­ან­ აქ­ტი­ვო­ბებ­ში­ პი­რა­დი­ და­ ჯგუფური გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.­ ასევე, ­ხელ­მი­საწვ­­დო­მი­ ციფ­რუ­ლი­ სწავ­ლე­ბის­ პლატ­ფორ­მის­ შე­მუ­შა­ვე­ბა­ დის­ტან­ცი­უ­რი­ და­ თვით­ს­წავ­ლის­ მიზ­ნე­ბის­თ­ვის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ სას­წავ­ლო­ და­ გან­ვი­თა­რე­ბის შესაძლებლობების შექ­მ­ნა­ ეთ­ნი­კუ­რი­ უმ­ცი­რე­სო­ბის­ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი­ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის,­ რა­თა­, გაიუმჯობესონ სა­ხელ­მ­წი­ფო­ ენის­ ცოდ­ნა, კა­რი­ე­რუ­ლი­ გა­ნათ­ლე­ბი­სა­ და ­გან­ვი­თა­რე­ბის­ მხარ­და­ჭე­რა,­ ფსი­ქი­კუ­რი­ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­ შე­სა­ხებ­ ცნო­ბი­ე­რე­ბის­ ამაღ­ლე­ბის­ და­ ცოდ­ნის­ გა­ზი­ა­რე­ბის­ პროგ­რა­მე­ბის შემუშავება, და­ნერ­გ­ვა­ და­ გაძლი­ე­რე­ბა,­ რომ­ლე­ბიც­ მი­მარ­თუ­ლი­ იქ­ნე­ბა­ ფორ­მა­ლურ­ და­ არა­ფორ­მა­ლურ­ გა­ნათ­ლე­ბა­სა­ და­ ოჯა­ხებ­ზე.

UNICEF-ის ცნობით, კვლევაში გამოიყენეს შერეული მეთოდების მდგომა, მეტწილად სარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად. ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა­­ 18­-20­ წლის­ 155 ­სტუდენტი.­

კვლევაში ­მონაწილეობისთვის­ შეარჩიეს სხვადასხვა­ გამოცდილების­ მქონე­ სტუდენტი ­როგორც სოფლებიდან,­ ასევე­, ქალაქებიდან,­ განსხვავებული­ აკადემიური­ მოსწრების­ და­ ეთნიკური­ ჯგუფებიდან.

კვლევა ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში.

კომენტარები