რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთში უკრაინისთვის "აბლაბუდის" ოპერაციისთვის დრონების მიწოდების ბრალდებით 1 კაცი დააკავეს

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება უკრაინისთვის ოპერაცია "აბლაბუდისთვის" დრონებს სატვირთო მანქანით მიწოდება.

რუსული დამოუკიდებელი მედია სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 55 წლის მიხაილ რიუმინი რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში 2 ივნისს დააკავეს. მას ტერორისტულ აქტში მონაწილეობაში ედება ბრალი. 

Mediazona-სთან საუბრისას რიუმინის კოლეგა ანონიმურად ადასტურებს, რომ ის მართლაც იყო მძღოლი ერთ-ერთი სატვირთო მანქანის, რომელიც უკრაინის სამხედრო ოპერაციისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, აღნიშნული პირი ამბობს, რომ რიუმინმა არ იცოდა, რომ სატვირთოში დრონები იყო დამალული. 

1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".

 

მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შესახებ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.

კომენტარები