კოღო

კახეთში კოღოს საწინაამდეგოდ 4 ათასი ჰექტარი ფართობი დამუშავდა – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში კოღოს საწინაამდეგოდ 4 ათასი ჰექტარი ფართობი დამუშავდა. 

"საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, კახეთის რეგიონში ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან (კოღო) ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ტერიტორიებს, სადაც უხვი ნალექის გამო კოღოს რაოდენობის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.

ღონისძიებები გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით მიმდინარეობს" - წერია სურსათის სააგენტოს განცხადებაში.

ამ ეტაპზე, 4 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია უკვე დამუშავებულია. შეწამვლის სამუშაოები დაგეგმილია 16 ათასამდე ჰექტარზე.

კომენტარები