ავტოსაგზაო შემთხვევა

ამბროლაურში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა - შსს

ავტოსაგზაო შემთხვევა
ნენსი ვოლანდი

ამბროლაურში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაცია მომხდარის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები