დღევანდელი პროცესი იყო იმის წყალგამყოფი, თამარ მჭედლიშვილს შეუძლია თუ არა გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად. ჩვენ ვნახეთ, რომ ის გავიდა სათათბიროდ და მე განზრახ ვამოწმებდი იმას, რასაც კითხულობდა, იმ ტექსტის წაკითხვას და სათათბიროდ გასვლას და ამ ტექსტის დაწერას რა დრო დაჭირდებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ თამარ მჭედლიშვილის წაკითხული ტექსტის განმარტებას უფრო მეტი დრო დაჭირდა, ვიდრე სათათბირო ოთახში გასვლას. ეს იმას ნიშნავს, პირდაპირ, რომ ქალბატონი თამარი საბოლოო სიტყვამდე უკვე დაწერილი განაჩენით მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები წინასწარი განწყობით ჩამოდიან პირველივე პროცესზე. […]
მეორე, ქალბატონმა თამარმა თქვა, რომ თურმე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა საერთოდ არ სჭირდება და ასევე ქალბატონმა თამარმა განმარტა ის, რომ თუ მთავარ გამომძიებელს დავკითხავთ საქმეზე, დანარჩენი მოწმეების დაკითხვა საჭირო საერთოდ არ იქნება, რაც არის კანონის სრული დარღვევა და მეორე კურსელი, სისხლის სამართლით დაინტერესებული სტუდენტიც კი მიხვდება იმას, რომ ქალბატონმა თამარმა დღეს გააუქმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თავის დარბაზში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ როდესაც ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს ძალიან მალე იქნება და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა ადამიანს, არსებობდეს ყველა კითხვაზე პასუხი, იმ კითხვებზე, რაზეც თავად თამარ მჭედლიშვილმა ამ პროცესზე ვერ გასცა პასუხი, მიუხედავად თავისი ვრცელი ვითომ და განმარტების.





