რუსეთი-გაერთიანებული სამეფო

რუსეთის საგარეო უწყება გაერთიანებულ სამეფოს რუსოფობიაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო სამინისტროს შენობა
RBC

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა თავისი მოქალაქეების დაცვის მოტივით რეგულარულად აკეთებს რუსოფობიულ განცხადებებს.

"დიდი ხნით ადრე, ვიდრე სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყებოდა, ბრიტანეთის ელიტამ ანტირუსული ისტერიის გაღვივებისკენ მიზანმიმართული კურსი აირჩია და რუსოფობიულ პროვოკაციებს საჯარო სივრცეში რეგულარულად ავრცელებდა… ყოველ ჯერზე ეს ყველაფერი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების ფიქტიური ზრუნვის ფარდის მიღმა იმალება" - თქვა მან ბრიფინგის დროს.

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ამასთან ერთად, რუსეთის მტრის სახედ წარმოჩენის მიზნით, ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებზე კონტროლს ამკაცრებს.

ზახაროვას განცხადებით, ეს რუსეთის წინააღმდეგ "აგრესიის" გაგრძელებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდება გასამართლებისთვის კეთდება.

ასევე, რუსეთის საგარეო უწყების სპიკერის თქმით, გაერთიანებული სამეფო ყველაფერს ცდილობს, რათა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას "როგორმე თავი აარიდოს".

კომენტარები