რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე რეკორდული 728 დრონითა და 13 რაკეტით იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის 728 დრონი, 7 ფრთოსანი და 6 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 718 დრონი და 7-ვე ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მიხედვით, ოკუპანტების მთავარი სამიზნე ვოლინის რეგიონის ქალაქი ლუცკი იყო. 

8 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ომში მოკლულთა რიცხვი გაიზარდა და პუტინი "ძალიან ბევრ ადამიანს კლავს", რომელთა შორის მრავალი რუსეთის ჯარისკაცია. 

"პუტინით უკმაყოფილო ვარ, შემიძლია ეს გითხრათ ახლა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კლავს, მათგან მრავალი საკუთარი ჯარისკაცია, საკუთარ ჯარისკაცებსა და მათ ჯარისკაცებს, ძირითადად. ახლა [დაღუპულთა რიცხვი] კვირაში 7 000-მდე ავიდა". -  თქვა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე უკრაინისთვის დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინას თავდაცვით იარაღებს აძლევენ, რადგან "პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა" და "ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს". 

"თავდაცვითი იარაღების მიწოდება გვინდა იმიტომ, რომ პუტინი ადამიანებს არასწორად ეპყრობა, ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავს, ამიტომ უკრაინას გარკვეულ თავდაცვით იარაღებს ვუგზავნით". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში რეპორტიორებთან საუბრისას.

კომენტარები