რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად კიევში პოლონეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა

რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად კიევში პოლონეთის საელჩოს საკონსულოს განყოფილების შენობა დაზიანდა. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ შიკორსკი ავრცელებს.

შიკორსკი წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"კიევზე მასშტაბური რუსული თავდასხმის შედეგად ჩვენი საელჩოს საკონსულო განყოფილების შენობა დაზიანდა.

ახლახან ვისაუბრე ელჩ ლუკასევიჩთან - ყველა ცოცხალი და ჯანმრთელადაა. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის საშუალებები" - დაწერა შიკორსკიმ

4 ივლისს, მთელი ღამის განმავლობაში რუსეთმა დრონებისა და რაკეტების მეშვეობით მასობრივი იერიში მიიტანა კიევზე, რის შედეგადაც, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და დედაქალაქში ცეცხლი გაუჩნდა მანქანებსა და შენობებს.

კომენტარები