რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის რეჟიმი აღიარა.
შესაბამის ინფორმაცია კრემლის მედია TACC რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსკოვში მდებარე ავღანეთის საელჩოს შენობაზე 2021 წელს თალიბანის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო დროშა აღიმართა.
ქაბულში რუსეთის ელჩის, დმიტრი ჟერნოვის თქმით, პუტინმა გადაწყვიტა ავღანეთის ისლამური საემირო აღიაროს. ინიციატივა კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ეკუთვნის.
დიპლომატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება "რუსეთის მხრიდან ავღანეთთან სრულყოფილი პარტნიორობის აღდგენის გულწრფელი სურვილის ნიშანია".





