რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა პოლტავაში გაწვევის ცენტრზე იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

რუსეთმა პოლტავაში მდებარე სავალდებულო გაწვევის ცენტრზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა

იერიშის შედეგად შენობას გაუჩნდა ცეცხლი. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 2 და დაშავდა 11 ადამიანი.

"სამწუხაროდ არიან დაღუპულები, მშვიდობიანი მოსახლეები. ადგილზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ვაზუსტებთ". – წერს პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ვლადიმირ კოგუტი.

 

კომენტარები