რუსეთი

Sberbank-ის დირექტორი: 2025 და 2026 რუსეთის ეკონომიკისთვის რთული წლები იქნება

რუსული Sberbank-ის დირექტორი, ჰერმან გრეფი რუსეთის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ 2025 და 2026 რთული წლები იქნება, რაც დიდწილად გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. 

"2025 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის რთული იქნება. მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და ფულსა და სესხეზე მოთხოვნის შემცირებით, მიმდინარე წელს, საცალი პორტფელი მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზარდა, ხოლო კორპორატიული სესხების პორტფელი, ის დაახლოებით 0%-ზეა. უმუშევრობის 2.3%-ით, ჩვენ ვხედავთ პორტფელის ხარისხის ცოტათი გაუარესებას, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რა თქმა უნდა, რესტრუქტურიზაციაზე მოთხოვნები იზრდება. მაგრამ, იმედი მაქვს, როგორც ყოველთვის, ჩვენ შევძლებთ კოლექტიური გეგმების შემუშავებას, რათა ამ რთულ პერიოდს გავუმკლავდეთ, როგორც ჩვენი კორპორატიული, ასევე კერძო კლიენტებისთვის. სხვათაშორის, 2026 წელიც არ იქნება ყველაზე მარტივი. ჩვენი მშპ-სა და ცენტრალური ბანკის განაკვეთების ზრდა დამოკიდებული იქნება გეოპოლიტიკაზე. თუმცა, უკვე ცხადია, რომ ეს არ იქნება მარტივი" – ამბობს გრეფი. 

კომენტარები