სომხეთი-რუსეთი

მირზოიანი: ბატონმა ლავროვმა თავი უნდა შეიკავოს სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევისგან

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

ლავროვმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა, რომ სომხეთში ხელისუფლება ეკლესიას ერძვის, რასაც მირზოიანმა არასწორი უწოდა. 

"თუ არ ვცდები, ბატონმა ლავროვმა გამოიყენა ფრაზა: "ხელისუფლების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". უნდა გავიმეორო, რომ ეს არასწორია. ხელისუფლება სომხეთის ეკლესიას არ ებრძვის. შესაძლოა, ბატონი ლავროვი გულისხმობდა კონკრეტულ სასულიერო პირებს, რომლებიც სომხეთის პილიტიკაში ერევიან, ან მათ სავარაუდო მცდელობებს, კანონის მიღმა იმოქმედონ და მონაწილეობა მიიღონ გადატრიალების მცდელობებში. ბატონმა ლავროვმა თავი უნდა შეიკავოს სომხეთის საშინაო საქმეებსა და პოლიტიკაში ჩარევისგან" – ამბობს მირზოიანი პრესკონფერენციაზე.  

 

კომენტარები