ისრაელი

დასავლეთ სანაპიროს ებრაული დასახლებების მცხოვრებლებმა IDF-ის სამხედრო ობიექტი დაწვეს

დასავლეთ სანაპიროს ებრაული დასახლებების მცხოვრებლებმა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF)  სამხედრო ობიექტი დაწვეს, რომელსაც IDF "ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“ იყენებდა. ინფორმაციას IDF ადასტურებს.

შემთხვევა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რამალას რაიონში მოხდა.

IDF-ის თქმით, ობიექტზე მიყენებული ზიანი "მაცხოვრებელთა უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ინციდენტამდე დასავლეთ ნაპირზე მდებარე სამხედრო ბაზის მახლობლად ებრაული დასახლებების მცხოვრებლებმა არეულობა მოაწყვეს.

"ისრაელის თავდაცვის ძალები გმობენ ძალადობის ნებისმიერ აქტს უსაფრთხოების ძალების მიმართ და ელიან, რომ სამართალდამცავი უწყებები პასუხისგებაში მისცემენ იმ ისრაელ სამოქალაქო პირებს, რომლებიც უსაფრთხოების თანამშრომლებს აზიანებენ, როდესაც ისინი ისრაელის მოქალაქეების დასაცავად საკუთარ მოვალეობას ასრულებენ" - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

მათივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები "მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვასა და კანონის აღსრულებასა და უკანონო ქმედებების აღკვეთას უზრუნველყოფას გააგრძელებენ".

კომენტარები