აშშ

აშშ-ში მსროლელი მეხანძრეებს ჩაუსაფრდა და სნაიპერული შაშხანით 2 მათგანი მოკლა, 1 დაშავდა

REUTERS/Young Kwak

აშშ-ში აიდაჰოს შტატში თავდამსხმელი მეხანძრეებს ჩაუსაფრდა და მათ სნაიპერული ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

კუტენაის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, მეხანძრეები ტყეში ხანძრის ჩასაქრობად იყვნენ მისულები, მსროლელმა კი მათი მისვლისთანავე ცეცხლი გაუხსნა და ორი მათგანი მოკლა, ხოლო მესამემ დაზიანებები შეტაკების დროს მიიღო და ახლა საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება. 

პოლიციის სპეცრაზმმა ეჭვმიტანილი მკვდარი იპოვა. ჯერჯერობით უცნობია, მსროლელმა თავი მოიკლა თუ მეხანძრეების საპასუხო ცეცხლის შედეგად მოკვდა. მისი ადგილმდებარეობის გარკვევა ტელეფონის მონაცემებით მოხერხდა.

სამართალდამცავთა მიხედვით, თავდამსხმელმა ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინა, რათა მეხანძრეებს ჩასაფრებოდა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მსროლელის ვინაობას კი პოლიციელები ჯერ კიდევ ადგენენ.

"ვფიქრობთ, რომ ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა. ეს ნამდვილად ჩასაფრება იყო. ამ მეხანძრეებს შანსი არ ჰქონდათ". - თქვა კუტენაის ოლქის შერიფმა, ბობ ნორისმა. 

ნორისის თქმით, მსროლელმა თავდასხმისთვის დიდი სიმძლავრის სპორტული შაშხანა გამოიყენა, თუმცა დაამატა, რომ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ პოლიციელები ადგილზე სავარაუდოდ მეტ ცეცხლსასროლ იარაღს იპოვიდნენ. 

კომენტარები