კრემლის პროპაგანდისტულ მედია TACC-თან ინტერვიუში ჩეჩნეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის, "ახმატის" მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა 12-დღიანი ომის შედეგებზე ილაპარაკა.
მისი აზრით, ისრაელმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს და ომში დამარცხებისგან აშშ-მა გადაარჩინა.
"ისრაელი ამბობს, რომ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ირანის ბირთვული ობიექტები გაანადგურა. ირანიც იმავეს ამბობს, იმიტომ რომ არ დანებდა, გაერთიანდა და წინააღმდეგობა გაუწია აგრესიას. გამოდის რომ აშშ-მ ამ ფორმულაში ითამაშა ისრაელის გადამრჩენელის როლი, იმისთვის, რომ ისრაელი არ გამოჩენილიყო როგორც სახელმწიფო, რომელმაც ეს ომი წააგო". – თქვა ალაუდინოვმა.
"ახმატის" მეთაურმა ასევე გაავლო პარალელი უკრაინასთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან:
ზელენსკიმ უკვე იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ტრამპი მას აღარ დაიცავს.





