დაკავებული პოლიციელი

სოფელ რუისპირში პოლიციელის მიერ დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

Tabula

თელავის სოფელ რუისპირში პოლიციელის მიერ დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, ჩაუტარდა ოპერაციაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა 25 ივნისს მოხდა, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

"ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში". - წერდა პროკურატურა.

კომენტარები