დაკავებული პოლიციელი

POG: თელავში კაცის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოლიციელი

პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში". - წერს პროკურატურა.

კომენტარები