რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა იმაზე მეტად გაუარესებულია, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებენ. ინფორმაციას Bloomberg რუსეთის საბანკო სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი შეფასებით, მომდევნო 12 თვეში სისტემური საბანკო კრიზისის დაწყების სერიოზული რისკი არსებობს.
Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლების თანახმად, რუსული ბანკები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან ბალანსებზე არსებული ე.წ. უიმედო ვალების დონით.
წყაროების ცნობით, საბანკო სექტორში კერძო საუბრებში საგანგაშოდ ასახელებენ ისეთი კორპორატიული და საცალო კლიენტების რაოდენობას, რომლებიც მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო სესხების გადახდას ვერ ახერხებენ.
ანონიმური წყაროების შეფასებით, რუსეთში არსებული ეკონომიკური სიტუაცია სახიფათოა და არსებობს სავალო კრიზისის ქვეყნის ფინანსურ სექტორში გავრცელების მზარდი რისკი.
გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემაში ბზარები კითხვებს გააჩენს პუტინის შესაძლებლობაზე გაუძლოს უკრაინასთან ომის წარმოების მეოთხე წელიწადს, განსაკუთრებით მაშინ თუ აშშ და ევროპა რუსეთის ფინანსურ სექტორს უფრო მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.





