ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ვიტიზით იმყოფება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი სირიაში ვიზიტით იმყოფება. 

Apsnypress-ის ინფორმაციით, ბარციცს სირიის საზღვართან დახვდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ელჩი სირიაში, მუჰამედ ალი და სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

მედიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში.

18 ივნისს, ივანიშვილის წარმომადგენლების, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს შუამდგომლობის თხოვნით მიმართა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ქართული ოცნების პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს.

მანამდე, სირიის ახალ მთავრობას ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ: კოალიციამ ცვლილებისთვისერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია-საქართველოსთვის მიმართეს, რათა აფხაზეთის აღიარება უკან წაიღონ.

"ოთხმა პარტიამ სირიის ახალ ხელისუფლებას ჩვენი ხელმოწერით მიმართვა გავუგზავნეთ [...] როგორც იცით, 2018 წელს სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა [...] სირიის ახალ ხელისუფლებას თხოვნითა და მოთხოვნით მივმართეთ, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაიღოს". - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

მსგავსი განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენა ჯო უილსონმაც, რომელმაც, მისი თქმით, სირიის მთავრობას ამავე მოთხოვნით თებერვალში მიმართა. 

"თებერვალში [სირიის] საგარეო საქმეთა მინისტრს, ალ-შიბანის თხოვნით მივმართე, რომ გააუქმოს ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად აღიაროს. ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზის მიმართ სიძლიერისა და ერთგულების დემონსტრირება იქნება" – წერს უილსონი.

 

კომენტარები